LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?” – გაიცანით ზაკო მუშკუდიანი, მედალოსანი პარალიმპიელი ჩემპიონი

524
საქართველოს ბანკი - საქართველოს ეროვნული პარალიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი

საქართველოს ბანკისაქართველოს ეროვნული პარალიმპიური ნაკრების მთავარი  სპონსორი 2019 წლიდან.

ზოგჯერ, ყველაზე რთული გადასალახი ფიზიკური საზღვარია. ხანდახან კი ასეთ ზღვრად სხვების შეხედულებები, შიში ან ეჭვი იქცევა. ზაკო მუშკუდიანმა გადაწყვიტა, დაემტკიცებინა, რომ შესაძლებლობები მართლაც უსაზღვროა.

დაუღალავი შრომით, დისციპლინით, მოთმინებით და მიზნისკენ სწრაფვით ზაკო ყოველდღიურად ამტკიცებს, რომ ის, რაც შორეულ მიღწევად გვეჩვენება, ხვალ შეიძლება რეალობად იქცეს. 

უკვე სამი წელია, ზაკო პროფესიონალურ დონეზე ცურავს. მისი დღე დილის 6 საათზე იწყება. პირველი ვარჯიში 07:00-ზე აქვს, მეორე – 16:00-ზე. ერთი შეხედვით, ეს მკაცრი სპორტული რეჟიმია, თუმცა ზაკოსთვის ყოველი ვარჯიში ბევრად უფრო დიდ მიზანთან მიახლოებას ნიშნავს – მას 2028 წლის ლოს-ანჯელესის პარალიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით ასპარეზობა და ლიცენზიის მოპოვება სურს.

მის სპორტულ გზაზე გარდამტეხი მომენტი 2023 წელს დადგა, როდესაც პირველად მოხვდა ეროვნულ ნაკრებთან ერთად შეკრებაზე. სწორედ მაშინ დაინახა, რომ ის, რაც მანამდე მხოლოდ სურვილი და სპორტული ჟინი იყო, რეალობად იქცა.

ზაკოსთვის სპორტი მხოლოდ მედლებისთვის ბრძოლა არ არის. ცურვამ მას დისციპლინა გამოუმუშავა, ყოველდღიურმა ვარჯიშმა კი შრომა ცხოვრების წესად აქცია.

2025 წლის 26 ივლისს, სტამბოლში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ პარათამაშებზე, ზაკომ 50 მეტრზე ბატერფლაით ცურვაში მესამე ადგილი დაიკავა და საქართველოს ახალგაზრდულ პარალიმპიურ ნაკრებს მეორე მედალი მოუტანა.

თუმცა მისთვის ერთი მედალი საბოლოო წერტილი არ არის. პირიქით – ეს მხოლოდ კიდევ ერთი ნაბიჯია იმ გზაზე, რომელსაც თავად ბევრად უფრო შორს ხედავს. მისი გრძელვადიანი მიზანი ოთხ პარალიმპიურ თამაშში მონაწილეობაა.

ბევრ მარცხს მოჰყვება გამარჯვება. ჩემთვის მარცხი ნიშნავს მეტ ვარჯიშს და მეტ მოტივაციას, რომ შემდეგში გავიმარჯვო”, – ამბობს ზაკო.

სწორედ ასე უყურებს ზაკო საკუთარ გზას: მარცხი არ არის დასასრული. მარცხი არის მიზეზი, კიდევ ერთხელ ადგე, კიდევ უფრო ბევრი იშრომო და შემდეგი გამარჯვებისთვის მოემზადო.

მას სურს, სხვა შეზღუდული შესაძლებლობების პირებმაც დაინახონ შესაძლებლობები იქ, სადაც შესაძლოა მანამდე მხოლოდ შეზღუდვებს ხედავდნენ.

მინდა, რომ გამოვიდნენ, არ ჩაიკეტონ. ყველა სპორტში შეუძლიათ მონაწილეობის მიღება.“

მისი გზავნილი მარტივია: არ ჩაიკეტო იმ საზღვრებში, რომლებიც სხვებმა, ან შენ თავად, საკუთარ თავში გაავლე. სცადე. იშრომე. ირწმუნე საკუთარი შესაძლებლობების.

ჩემპიონობა მხოლოდ მედალი არ არის

ზაკოს ისტორია სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ სპორტსმენის გზა მედლით არ იწყება და არც მედლით მთავრდება. გამარჯვების უკან დგას უამრავი დილა, როცა მაღვიძარა 6 საათზე რეკავს; ვარჯიში, რომელიც ყოველდღე უნდა გაიარო; მარცხი, რომლის შემდეგაც თავიდან უნდა დაიწყო; და მიზანი, რომელიც ჯერ კიდევ წინ არის.

სწორედ პარასპორტსმენების და მათი წარმატების ისტორიების შესახებ ცნობადობის გაზრდას  ემსახურება საქართველოს ბანკის ახალი კამპანია – “რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?

ქართველი პარასპორტსმენები საერთაშორისო ასპარეზზე დიდ წარმატებას აღწევენ. ისინი იგებენ მედლებს, ამყარებენ მსოფლიო რეკორდებს და წერენ ისტორიას. თუმცა, მათი ისტორიები და გამარჯვებები ხშირად ყურადღების მიღმა რჩება. 

სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი, როგორც პარალიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი, მიზნად ისახავს, შექმნას შესაძლებლობა პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის, რათა მათ მიიღონ ის ყურადღება, რომელსაც იმსახურებენ. 

კამპანიის ფარგლებში, შეიქმნა პარალიმპიელების ფოტოსერია, რომელშიც ფოტოები ცნობილი სარეკლამო კამპანიების ესთეტიკით არის გადაღებული, თუმცა თითოეულ მათგანში პროდუქტისა და ბრენდისთვის განკუთვნილი ადგილი თავისუფალია. მის ადგილას კი მთავარი კითხვა ჩნდება: რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“

კითხვა ქართული ბიზნესისთვის გამოწვევად იქცევა – შეავსონ ცარიელი ადგილი, და დაიწყონ ქართველ პარალიმპიელ ჩემპიონებთან პარტნიორობა. 

ზაკო ერთ-ერთია იმ პარასპორტსმენებს შორის, რომელთა ისტორიაც გვახსენებს, რომ ჩემპიონობა მხოლოდ იმ მომენტს არ ნიშნავს, როცა მედალს იღებ. ჩემპიონობა არის გზა, რომელიც მანამდე გაიარე და ის მიზნებიც, რომელთა მისაღწევად ჯერ კიდევ აგრძელებ ბრძოლას.

მისი შემდეგი დიდი მიზანი უკვე მკაფიოდ არის დასახული: 2028 წელი, ლოს-ანჯელესი და პარალიმპიური თამაშები.

გზა გრძელია. მაგრამ როცა მიზანი გაქვს, ყველაფერი შესაძლებელი ხდება, მთავარია, არ გაჩერდე.

რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“

ჩემპიონები მზად არიან,

ახლა ბრენდების ჯერია.

(R)