LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელი დიეტა ჯობია? დიეტის დაწყებამდე კარგად დაფიქრდით

26
დიეტა

ცნობილი ფაქტია, რომ ჰოლივუდის მსახიობებმა ყველაზე კარგად იციან როგორ ებრძოლონ ზედმეტ კილოგრამებს, თუმცა ამ დროს ისინიც უშვებენ შეცდომებს, რაც ჯანმრთელობის ფასად უჯდებათ. მით უმეტეს თუ წინ ფესტივალი, წვეულება ან რამე გრანდიოზული მიღებაა და რაც შეიძლება სწრაფად, რამდენიმე დღეში უნდა ჩადგნენ ფორმაში. ხშირ შემთხვევაში ასეთი, ე.წ. სწრაფად ეფექტური დიეტების ფონზე წონაში კლება ხდება სითხის დიდი რაოდენობით დაკარგვის ხარჯზე. ასეთი დიეტის შემდეგ კი კიდევ უფრო სწრაფად იმატებ წონაში. დიეტოლოგები ყოველთვის ხაზს უსვამენ იმას, რომ დიეტა მოდა არ არის და მასთან სიფრთხილეა საჭირო. უკეთესია ისეთი დიეტის დაცვა, რომლის დროსაც კვირაში დაახლოებით ერთ კილოგრამს დაიკლებთ და საკვებიც დაბალანსებული იქნება.

ქოქოსის დიეტა – რაც შეიძლება ბევრი ცხიმი უნდა მიიღოთ, რათა მეტად გამხდარი იყოთ. დიეტის დროს შეიძლება ქოქოსის ცხიმის, ასევე ცხიმიანი ხორცის, მათ შორის ღორისაც და კვერცხის გულების მირთმევა. დიეტის დროს სწრაფად და ეფექტურად ხდებით. ასევე, ძლიერდება იმუნური სისტემა, თუმცა უარყოფითად მოქმედებს გულზე.

დიეტა სისხლის ჯგუფის მიხედვით – კვების ამ უჩვეულო სისტემის შემქმნელია პიტერ დადამო. ამბობენ , რომ ეს დიეტა ბევრ ადამიანს დაეხმარა განკურნებაში, თუმცა ეს მეცნიერულად დამტკიცებული არ არის. ამ დიეტას დაიცავს ის, ვისაც უყვარს წესების ზუსტად დაცვა. არის ინსტრუქცია, თუ რომელი პროდუქტი როდის და როგორ უნდა მიირთვათ. გარდა ამისა, შეიძლება ისეთი პროდუქტების მირთმევა მოგიწიოთ, რომლებიც არც კი გაგისინჯავთ. არ მოგიწევთ ყავასა და ალკოჰოლზე უარის თქმა, ეს ისევ და ისევ სისხლის ჯგუფზეა დამოკიდებული. შეიძლება უარის თქმა მოგიწიოთ თქვენს საყვარელ პროდუქტზე. მაგალითად მეორე დადებითი სისხლის მქონე ადამიანებს ეკრძალებათ ბანანის მირთმევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები