ჟურნალისტებმა ის ელექტრო ავტომობილები დაასახელეს, რომლებსაც საზოგადოება ყველაზე მეტად ელოდება. ზოგიერთი მათგანი საგზაო ცდებს უკვე გადის, ზოგიერთი კი გასაყიდ სახეს არც ისე მალე მიიღებს.
მოსალოდნელია, რომ 2018 წლის ბოლოს BMW ოფიციალურად დააანონსებს სამ სიახლეს: BMW i: i4, iNEXT და iX3. ეს უკანასკნელი სავარაუდოდ გაყიდვაში 2020 წლის ბოლოს ჩაეშვება. ცნობილია, რომ ქროსოვერს ერთი დამუხტვით 400 კილომეტრის გავლა შეუძლია.
Audi-ის პირველი ელექტროქარი ბაზარზე ცოტათი უფრო ადრე გამოვა. e-tron-ზე წინასწარი შეკვეთები უკვე კეთდება, მიუხედავად ამისა, ავტომობილის ტექნიკური მახასიათებლების შესახებ ცნობილი არაფერია.
ასევე, უახლოეს ორ წელიწადში სერიულად უნდა ჩაეშვას Nissan IMx Kuro, რომელიც 435 ცხენის ძალიანი ძრავითა და ალემენტებით არის აღჭურვილი. მისი სვლის მარაგი 600 კილომეტრია.
Volkswagen გეგმავს 2020 წელს ბაზარზე მინიმუმ ორი ელექტროქროსოვერი გამოუშვას. საუბარია Volkswagen I.D. Crozz-სა და Skoda Vision E-ზე.
ორი წლის შემდეგ არის სპორტული Ford Mach 1-ის დებიუტიც დაგეგმილი, რომელიც მახასიათებლებით Mustang GT-ის მსგავსი იქნება.
მომავალ წელს სალონებში Mercedes EQC გამოჩნდება.
იმ ავტომობილების რიცხვში, რომელთა მიმართაც დიდი მოლოდინია, ასევე Byton Concept, Volvo 40.2 და Faraday Future FF91 შედიან.

