LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელი მასშტაბური პროექტები ხორციელდება დიდუბის რაიონში მიმდინარე წელს – სახალხო პლატფორმა

608
ლადო-ძნელაძე

რომელი მასშტაბური პროექტები ხორციელდება დიდუბის რაიონში მიმდინარე წელს – ამ თემაზე გადაცემაში „სახალხო პლატფორმა“ დიდუბის რაიონის გამგებელმა ლადო ძნელაძემ ისაუბრა. 

რამდენია დიდუბის რაიონის მიმდინარე წლის ბიუჯეტი?

დიდუბის რაიონის გამგეობის 2024 წლის ბიუჯეტი 22 239 610 ლარს შეადგენს. აქედან: ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილია 12 004 500 ლარი, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსებისთვის 3 259 000 ლარი, სოციალური პროექტებისთვის გამოყოფილია 4 467 110 ლარი, ხოლო კულტურულ, სპორტული და შემეცნებითი ღონისძიებებისთვის – 335 500 ლარი.

რა ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება რაიონში?

დიდუბესა და დიღმის მასივში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. მათ შორის ასფალტის მოწესრიგება, მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობა, სპორტული მოედნებისა და მოსასვენებელი სივრცეების გაკეთება, ავტოფარეხების დემონტაჟი და ნაცვლად მოსახლეობისთვის სასურველი სივრცის შექმნა, ასევე გამწვანების მიმართულებით სხვადასხვა ღონისძიებები ხორციელდება.

დიდუბის რაიონის გამგეობა წელს დაზიანებული მოსასვენებელი სივრცეების აღდგენასთან ერთად, აგლაძის ქუჩის N38-სა და სტანისლავსკის ქუჩის N9-ში მოსასვენებელ სივრცეებს სრულ რეაბილიტაციას უტარებს. ტერიტორია ჯამში 7 000 კვ.მ ფართობს შეადგენს. 

პროექტის მიხედვით, სივრცეებში განთავსდება საპარკე ინვენტარი, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები და განათების სისტემა. პატარებისთვის გაკეთდება საბავშვო სივრცე სხვადასხვა სახის ატრაქციონით.  ასევე იგეგმება ძაღლების გასასეირნებელი სივრცის მოწყობა. ჩატარდება გამწვანების მასშტაბური ღონისძიებები, ასევე გაკეთდება შადრევანი. სამუშაოების ღირებულება ჯამში 1 974 444 ლარს შეადგენს.

რაც ეხება ავტოფარეხების დემონტაჟს, რა ვითარებაა ამ კუთხით?

ამასთან, დიდუბის რაიონის გამგეობამ გასულ წელს დიდუბესა და დიღმის მასივში 130-მდე ავტოფარეხის დემონტაჟი განახორციელა, ხოლო წელს 40 ავტოფარეხს ჩაუტარდა დემონტაჟი და პროცესი ახლაც მიმდინარეობს. ავტოფარეხების ნაცვლად, დიდუბის რაიონის გამგეობა არსებულ ტერიტორიებზე მოსახლეობასთან შეთანხმებული პროექტით მათთვის სასურველ სივრცეებს მოაწყობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები