LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელი მედიკამენტი გამოითხოვა ბაზრიდან რეგულირების სააგენტომ

148
მედიკამენტები

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ ფარმაცევტული კომპანიის Schering-Plough Labo N.V, წარმოებული პრეპარატი დიპროსპანი (5მგ + 2მგ)/მლ 1მლ ბაზრიდან გამოითხოვა.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გადაწყვეტილების მიზეზი, ბელგიის მედიკამენტებისა და ჯანმრთელობის პროდუქტების ფედერალური სააგენტოს გადაწყვეტილება გახდა.

“მარეგულირებლის მიხედვით, ფარმაცევტული პროდუქტის ხარისხის პრობლემა ოთხ სერიაზე (W002247, W005812, W028823, W030207) დაფიქსირდა – კერძოდ, წარმოების პროცესში უჟანგავი ფოლადის პოტენციური ნაწილაკებით დაბინძურება. მწარმოებლის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, არ ყოფილა შეტყობინებები, რეალიზებული პროდუქტის პარტიებში, მყარ ნაწილაკებთან დაკავშირებული არასასურველი რეაქციების შესახებ.

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს გადაწყვეტილებით, შეჩერების მიზეზის აღმოფხვრამდე, ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტიორებსა და რეალიზატორებს დაევალათ, შეაჩერონ წამლის რეალიზაცია, გამოითხოვონ ბაზრიდან და გატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია წარუდგინონ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს“, – აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.