“ქართუს” მიერ დაფინანსებული გრანდიოზულო პროექტი, საკონცერტო დარბაზი, რომელიც 9000-ზე მეტ ადამიანს იტევს, ბიძინა ივანიშვილმა საჩუქრად სახელმწიფოს გადასცა.
დარბაზი, რომელიც შეკვეთილში მდებარეობს, უმაღლესი დონის აპარატურითაა აღჭურვილი და ნებისმიერი მეგავარაკვლავისა თუ შოუს გასამასპინძლებლად მზადაა.
ხვალ, 11 ივლისს, 14:00 საათზე, სასტუმრო “რუმსში” გაიმართება პრესკონფერენცია, სადაც “ბლექ სი არენას” წარმომადგენლები საზაფხულო გეგმებზე ისაუბრებენ და იმ ტოპარტისტებს დაასახელებენ, რომლებიც ზემოხსენებულ დარბაზში კონცერტს გამართავენ. ხვალ მედიას ამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან და ოფიციალურად დააანონსებენ არტისტების ჩამოსვლასა და კონკრეტულ თარიღებს.
გვპირდებიან, რომ “ბლექ სო არენას” ისეთი ვარსკვლავები ესტუმრებიან, რომლებიც სხვადასხვა ტიპის მუსიკის მოყვარულებს ძალიან გაახარებთ.
ვნახოთ, ვის დაასახელებენ ხვალინდელ პრესკონფერენციაზე. განსაკუთრებული ყურადღება მიმართულია გახსნის ცერემონიისკენ და როგორც წინასწარ ამბობენ, ბრწყინვალე შოუს მომსწრენი გავხდებით…
