LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელი პარტიები იქნებიან მთავარი კონკურენტები არჩევნებზე?

91

“ქართული ოცნების” საარჩევნო სიას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, აქ მთავარია ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი, ამის შესახებ პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა, რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ახალ სახეებზე აქცენტის გაკეთება, თეორიულად, მოგებიანია, მაგრამ ეს პიროვნებები შესაბამისად უნდა იყვნენ დატრენინგებული.

“ახალ სახეებს უნდა ჰქონოდათ ცნობადობა და საჯარო სივრცეში კომუნკაციის გამოცდილება. მე ვფიქრობ, რომ “ქართული ოცნების” სიის პირველი ათეული პრობლემურია. მათ მოუწევთ სხვა პარტიების პირველ ათეულთან დებატები და, შესაძლოა, შეექმნათ პრობლემები, ვინაიდან არ იციან რით სუნთქავს ქართულ პლიტიკა. და არ აქვთ ამის პრაქტიკული გამოცდილება” – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

რაც ეხება პაატა ბურჭულაძის პარტიის საარჩევნო სიას, რომელიც, ასევე, დღეს გამოქვეყნდა, გია ხუხაშვილის აზრით, აქ შედარებით, განსხვავებული ვითარებაა. პოლიტოლოგი ამბობს, რომ ამ შემთხვევაში, საარჩევნო სიას მნიშვნელობა ენიჭება, ვინაიდან დებატების უნარის ინდექსით, უფრო უკეთ გამოიყურება, ვიდრე მმართველი პარტიის სია.

“არჩევნებზე, ვფიქრობ, ძირითადად, ორპოლუსიანობა შენარჩუნდება, თუმცა პარლამენტში  4-5 პარტიას მაინც ვიხილავთ. თუ ამომრჩეველთა აქტივობა დაბალი იყო, “ქართულ ოცნებას” შანსი ექნება, საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობით შევიდეს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გადაუწყვეტელი ამომრჩეველი არჩევნებზე წავიდა, მაშინ შანსი, რომ “ოცნებამ” უმრავლესობა მოიპოვოს, ძალიან დაბალი იქნება” – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g