LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელი პროცედურები გვეხმარება თმის გაჯანსაღებაში – სილამაზის აკადემია

69
ქეთა-ფიფია

რომელი პროცედურები გვეხმარება თმის გაჯანსაღებაში – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია” Hair Bar-ის მასტერმა ქეთა ფიფიამ ისაუბრა.

რომელი პროცედურით ხდება თმის გასწორება დაზიანების გარეშე?

თმა სწორდება კერატინით. ის მატებს თმას ელასტიურობასა და ბზინვარებას. ეფექტი ნარჩუნდება 6 თვემდე. თმა სწორდება 70-90%-ით.

რას მოიცავს თმის ბოტოქსი?

ბოტოქსი აჯანსაღებს, კვებავს, ატენიანებს თმას. თმა ხდება გლუვი და ბზინვარე. ეფექტი ნარჩუნდება 3 თვემდე. თმა სწორდება 10-30%. ბიქსიპლასტია ბოტოქსის და კერატინის მიქსია, თმას ასწორებს 40-60%-მდე. ამ შემთხვევაში ეფექტი ნარჩუნდება 4 თვემდე.

კიდევ რა პროცედურებია რეკომენდებული თმისთვის?

ნანოპლასტია უსაფრთხო გასწორების პროდუქტია, კვებავს თმას, ხდის გლუვს და აძლევს ძლიერ ბზინვარებას. ყველაზე ხანგრძლივი ეფექტი 12 თვემდეა, ხოლო გასწორება 70-90%-ით ხდება. ორგანოპლასტია განკუთვნილია გაღიავებული და გაუხეშებული თმის სტრუქტურის აღსადგენად, ღრმად ატენიანებს, კვებავს, ასწორებს 70-90%-ით. ხდის თმას გლუვს. ეფექტი 5 თვემდე.

როგორ შეიძლება ბოლოჭამიების მოჭრა, რომ მაქსიმალურად შენარჩუნდეს თმის სიგრძე?

ამისთვის გვაქვს თმის პოლირების პროცედურა. ბოლოჭამიების მოშორება ხდება ისე, რომ სიგრძე 1 სმ-თაც კი არ დამოკლდეს, ბოლოჭამიები კი 3 მმ მოკლდება, ეფექტი 1-3 თვემდე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები