LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელი პროცედურებია ყველაზე მოთხოვნადი 2024 წელს – სილამაზის აკადემია

67
თიკო-დემეტრაძე

რომელი პროცედურებია ყველაზე მოთხოვნადი 2024 წელს – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ ირინა სააკაშვილის ესთეტიკური ცენტრის „პრესტიჟ ლუქსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა თიკო დემეტრაძემ ისაუბრა.

რომელი პროცედურებია ყველაზე მოთხოვნადი 2024 წელს?

ყველაზე სასურველ და მოთხოვნად პროცედურად კვლავაც პერმანენტული მაკიაჟი რჩება, რომელსაც მოგეხსენებათ ჩვენთან თავად ირინა სააკაშვილი ატარებს.

მას მოსდევს სახის ოვალის კორექცია ძაფებით, საუბარია კოგის ძაფებზე, რომელსაც ჩვენთან ატარებს ლიცენზირებული ექიმი-კოსმეტოლოგი მაიკო ჭიკაძე, ეს გახლავთ პროცედურა, რომლის საშუალებითაც ფაქტობრივად 10-15 წლის მოკლებაა შესაძლებელი.

აგრეთვე ძალიან მოთხოვნადია ბუნებრივი შემავსებლები, ფილერი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ნიკაპის, ყვრიმალის, ცხვირისა და ტუჩების კორექცია, ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა შედარებით ინოვაციურ პროცედურაც, ბოდი ფილერს, რომლითაც შესაძლებელია ფეხების, მუცლის, თეძოებისა და საჯდომის კორექცია/მოდიფკაცია.

და რა თქმა უნდა არ უნდა გამოგვრჩეს გამაჯანსაღებელი ინექციური პროცედურები,  როგორებიცაა მეზოთერაპია, პლაზმოლიფტინგი, მეზო ბუსტერი,  ბიორევიტალიზაცია და უკვე ძალიან პოპულარული პროცედურა ჩვენს ქვეყანაში, ეს გახლავთ  ცივი პლაზმა.

აგრეთვე, თმის დაგრძელება და თმის რეალიზაცია.  ქართულ ბაზარზე სწორედ ჩვენს ცენტრს აქვს უმაღლესი ხარისხის ბუნებრივი თმის ყველაზე დიდი და მრავალფეროვანი ასორტიმენტი.

რა სიახლეებით ხვდება პრესტიჟ ლუქსი ახალ, 2024 წელს?

სიახლეები ბევრი გვაქვს, თან არაერთი, ჩვენს ცენტრს დაემატა ახალი პროცედურა, ეს გახლავთ თმის მოშორების მეთოდი, ცვილით ეპილაცია და ე.წ „შუგარინგი“, როგორც ქალბატონებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის.

აგრეთვე ჩამოგვივიდა ლაზერული ეპილაციის ბოლო თაობის აპარატი, Soprano ice titanium, 2023 წლის ვერსია და სწორედ ამიტომ, გვსურს ჩვენი მომხმარებელი გავახაროთ და გავანებივროთ მართლაც წარმოუდგენელი აქციებითა და სიურპრიზებით, დეტალურ ინფორმაციას ჩვენს სოციალურ ქსელებში გაეცნობით.

და ბოლოს ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე პერმანენტული მაკიაჟის მიმართულებას უკავშირდება.

ირინა სააკაშვილის ესთეტიკური ცეტრი Prestige Luxe გახდა პერმანენტული მაკიაჟის პიგმენტების ბრენდის, TINEL-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.

ჩვენ წარმოგიდგენთ პერმანენტული მაკიაჟისთვის განკუთვნილ ყველა საჭირო პროდუქციას, ესენია: ტუჩის, წარბისა და ქუთუთოს პიგმენტები, „ანესთეტიკები“ , „რემუვერები“, კორექტორები, გამხსნელები, აქსესუარები , Tach-სერია და მშრალი პიგმენტები, ერთი სიტყვით, ყველაფერი რაც კი პერმანენტული მაკიაჟის სპეციალისტმა და სალონმა უნდა ინატროს, იპოვის ჩვენთან

ტინელი არის მსოფლიო ბრენდი, თუკი სხვა ბრენდები აწარმოებენ მხოლოდ პიგნეტებს, ტინელი არის ის კომპანია, რომელიც გვთაზობს პერმანენტული მაკიაჟის სრულ ასორტიმენტს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები