ჰიპ-ჰოპ არტისტი Cardi B-მ ჟურნალისტებთან ყოველთვის გულწრფელად საუბრობს. ცოტა ხნის წინ, ვარსკვლავმა გულისამაჩუყებელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც გოგონებს მოუწოდებს, არ მოწიონ არც სიგარეტი და არც მარიხუანა.
„გოგონებო, არ მოწიოთ სიგარეტი და მარიხუანა“- Cardi B-მ პოსტი გამოაქვეყნა, შემდეგ კი წაშალა (ვოტო/ვიდეო)
„საყვარელო გოგონებო, არ მოწიოთ სიგარეტი ან მარიხუანა იმისთვის, რათა მაგარ ტიპებად წარმოაჩინოთ თავი, რომ გაიზრდებით მიხვდებით, რა სულებიც იყავით“- დაწერა ჰიპ-ჰოპ არტისტმა, თუმცა მოგვიანებით პოსტი წაშალა
ახლა კი ჟურნალ Vogue-ის რუბრიკაში „73 Questions“ მიიღო მონაწილეობა. ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რომელ სამ ქალ მუსიკოს გამოარჩევდა, ქარდიმ სამი არტისტი დაასახელა, რომლებთან შეხვედრის დროსაც მუდამ ნერვიულობს და რომლებიც მასზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენენ.
„ბიონსე, ლედი გაგა და რიანა – როცა მათ ვხედავ, ვშეშდები”, – აცხადებს ვარსკვლავი
https://www.instagram.com/p/B5EWt4KAtyt/?utm_source=ig_embed&utm_campaign=embed_video_watch_again

შეგახსენებთ, მუსიკოსი საზოგადოებამ 2017 წელს გამოსული კომპოზიციით Bodak Yellow გაიცნო. სიმღერა ბილბორდის მუსიკალურ ჩარტებში მოწინავე პოზიციას ერთი თვის განმავლობაში არ თმობდა.