ასტროლოგი რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვრცელ სტატუსს, სადაც წერს, რომ დღეს მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენა მოხდება, რაც მოლაპარაკებების გზით ბევრი დაძაბული სიტუაციის განმუხტვის შესაძლებლობას იძლევა.
„დღეს მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენა მოხდება – 15:18 საათზე იუპიტერი სასწორის ზოდიაქოში გადაინაცვლებს.
გაერთიანებისთვის, პარტნიორობისთვის, საქმიანი კავშირების დამყარებისა და შეთანხმებების მიღწევისთვის სასიკეთო პერიოდი დაიწყება (ეს ცხოვრების გაწონასწორების, ჰარმონიაში მოყვანისა და დაბალანსების პერიოდი იქნება).
უახლოეს ერთი წელში შესაძლებელი იქნება ბევრი დაძაბული სიტუაციის დაბალანსება და მათი მოლაპარაკებისა და დიპლომატიური გზით მოგვარება.
საქართველოს ჰოროსკოპში (9/04/1991) სასწორის ზოდიაქო მე-4 სახლია, ამიტომ, უახლოესი ერთი წელი სასიკეთო უნდა გამოდგეს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის და მშენებლობებისთვის (ოღონდ მშენებლობაში ვგულისხმობ არა ახალი ცათამბჯენების აშენებას, არამედ მოსახლეობის საცხოვრებელი და ყოფითი პირობების გაუმჯობესებას, რაც გულისხმობს ძველი და დაზიანებული უბნების რეაბილიტაციას).
უახლოესი ერთი წელი ზოგადად სასიკეთო იქნება ჰაერის სტიქიის ნიშნებისთვის – ტყუპებისთვის, სასწორებისთვის და მერწყულებისთვის.
გისურვებთ როგორც საქმიან, ისე პირად ცხოვრებაში ახალ სასიკეთო გაერთიანებებს და ძველი კავშირების კიდევ უფრო განმტკიცებას!
ამ პროგნოზს დავასრულებ აღმოსავლური სიბრძნით, „თუ გინდათ სწრაფად წახვიდეთ – მარტო წადით, თუ გინდათ შორს წახვიდეთ – ერთად წადით!“
