LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელი ზოდიაქოს ნიშნით იბადებიან ყველაზე სექსუალური ადამიანები – სოფია ბზეკალავას საავტორო გადაცემა „ასტრომაგია”

25

16 ოქტომბერს ავტორადიოს გადაცემაში „ასტრომაგია“ სოფიო ბზეკალავამ დეტალურად ისაუბრა ზოდიაქოს ნიშნების თავისებურებებზე და ინდივიდუალურად განიხილა თითოეულის ტემპერამენტი, სექსუალური პოტენციალი და განსაკუთრებული შარმი.

საინტერესოა, რომელი ზოდიაქოს ნიშნით იბადებიან ყველაზე ტემპერამენტული, სექსუალური ადამიანები, ვინ უფრო მიდრეკილი პოლიგამიისკენ და ვისთვის „ხარისხი რაოდენობაზე მნიშვნელოვანია“. აქვე აღსანიშნავია, რომ ადამიანის სექსუალურ პოტენციალს და მის პარტნიორულ ურთიერთობას, ზოდიაქოს ნიშანთან ერთად, პირადი ჰოროსკოპიც განსაზღვრავს უამრავი ინდივიდუალური ნიუანსით.

ზოდიაქოს ნიშნები ტემპერამენტის და სექსუალური პოტენციალის მიხედვით:

მორიელი – საოცარად ქარიზმატული მორიელი, ყველაზე სექსუალური, ბრუტალური და ტემპერამენტული ზოდიაქოს ნიშანია, ვისთვისაც სექსი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც კვება და ძილი, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ჰარმონიული ქორწინება მისთვის პარტნიორთან იდეალურ სექსუალურ თავსებადობას გულისხმობს. მეტიც, მორიელს ნებისმიერი უსიამოვნების მოთმენა შეუძლია, მთავარია ჰქონდეს სრულფასოვანი ინტიმური ურთიერთობა. მართალია, ამ ნიშნით დაბადებული ადამიანი ხშირად ძალიან შეუხედავია თავისი ასიმეტრული ნაკვთებით, მაგრამ პირადი ურთიერთობისას მაინც ნებისმიერის მოხიბვლას ახერხებს. აღსანიშნავია, რომ უზარმაზარი სექსუალური პოტენციალის მიუხედავად, მორიელი საოცრად ერთგული ნიშანია, რომელიც არასდროს უღალატებს პარტნიორს, თუ ის ყველა სექსუალურ ექსპერიმენტში აყვება და მის მრავალფეროვან მოთხოვნებსაც დააკმაყოფილებს, დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კი, ჩვეულებრივ დესტრუქციული, საშინლად აგრესიული მორიელი ყველა ნეგატიურ თვისებებას მოურიდებლად ამჟღავნებს.

ვერძი – მორიელის მსგავსად, საოცრად იმპულსური და თამამი ვერძისთვისაც ძალიან ბევრს ნიშნავს სექსი, ამიტომ შემთხვევით სექსუალურ კავშირზეც არასდროს იტყვის უარს, მთავარია პარტნიორის მიმართ იგრძნოს სიმპათია. ვიზუალურად ყოველთვის მიმზიდველი ვერძი განსაკუთრებული ენერგიით, ბრუტალობით გამოირჩევა და სწრაფად იქცევს გარშემომყოფთა ყურადღებას. ამასთანავე, ბუნებით მონადირეს, რომელიც არასდროს ელის საპირისპირო სქესის გააქტიურებას და ყოველთვის თვითონ იჩენს ინიციატივას, ძალიან არ მოსწონს როცა მასზე ნადირობენ. ასე რომ, თუ თქვენით ვერძი გრძნობებში გამოგიტყდათ, არ ღირს ზედმეტად თავის დაფასება, რადგან სულსწრაფი და მოუთმენელი სწრაფად დაკარგავს ინტერესს და სინანულის გარეშე მოძებნის თქვენს შემცვლელს.

კურო – ერთი შეხედვით მშვიდ კუროს, სინამდვილეში დაუცხრომელი სექსუალური მადა აქვს, რადგან ძალიან უყვარს ცხოვრებისეული სიამოვნებებით ტკბობა. თუმცა, ტემპერამენტის, მაღალი სექსუალური პოტენციალის და უზარმაზარი ენერგიის მიუხედავად, საოცრად ერთგულია, სწრაფად ეჩვევა პარტნიორს და ყოველთვის უჭირს მასთან დაშორება. სხვათაშორის, მომხიბლელი ქალბატონი კურო აუცილებლად ფუმფულა ფორმებით გამოირჩევა, რაც არცერთ მამაკაცს არ ტოვებს გულგრილს. აღსანიშნავია კუროს მეტად უცნაური თვისებურებაც – მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სურნელი, ამიტომ თუ  პარტნიორის „არომატი“ არ მოეწონა, არავითარ შემთხვევაში არ გააგრძელებს მასთან ურთიერთობას.

მშვილდოსანი – ცეცხლოვანი მშვილდოსანი ერთ-ერთი ყველაზე პოლიგამიური ზოდიაქოს ნიშანია, რომელსაც ძალიან მოსწონს მრავაფეროვნება. განსაკუთრებული აქტიურობით, იდეალისტი, მუდამ ძიებაში მყოფი მამაკაცი გამოირჩევა, რომელიც იშვიათად რჩება პარტნიორის ერთგული, თუმცა მას არა სექსი, არამედ თავგადასავალი იზიდავს, როცა ჯერ აიდეალებს პარტნიორს, მერე იმედი უცრუვდება და  მორიგ თავგადასავალშიც დაუფიქრებლად ებმება. აღსანიშნავია, რომ ზოდიაქოს ამ ნიშანს ყოველთვის გულწრფელად სჯერა, რომ ერთადერთ სიყვარულს მიაგნო და ნებისმიერ ასაკში მზადაა „რომანტიკული თავდადებისთვის“, არაფერზე იხევს უკან და ყოველთვის ბოლომდე იხარჯება.

ლომი – ამბიციური და თავმომწონე ლომისთვის, რომელსაც ტემპერამენტიც საკმარისი აქვს და პოტენციალიც, სექსზე მნიშვნელოვანი მის მიმართ დამოკიდებულებაა. შესაძლოა, ლომს იდეალური სექსუალური თავსებადობა ჰქონდეს პარტნიორთან, თუმცა ყურადღების სიმცირის მიზეზით მაინც უარი თქვას ურთიერთობაზე. ასე რომ, თუ პარტნიორი ლომის შენარჩუნება გსურთ, არ მოაკლოთ მას ყურადღება და მზრუნველობა.

ტყუპები – ერთ-ერთი ყველაზე ექსპერიმენტატორი ზოდიაქოს ნიშანი, საუკეთესო საყვარელი და იდეალური პარტნიორია მათთვის, ვისაც სექსუალური ექსპერიმენტები ხიბლავს. მით უფრო, რომ ტყუპებს არ ახასიათებთ ეგოიზმი, ყოველთვის ზრუნავენ და ითვალისწინებენ პარტნიორის სურვილებს.

მერწყული – სიახლეების მოყვარული მერწყული, ინტიმურ ურთიერთობაშიც მუდმივად ახლის ძიებაშია. აღსანიშნავია, რომ სწორედ ზოდიაქოს ამ ნიშნით იბადება არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის წარმომადგენელთა უმეტესობა, რადგან მერწული ერთადერთია, ვისაც ბისექსუალი ანუ ორსქესიანი პლანეტა ურანი მართავს. ცნობისმოყვარე მერწყული ყველაფერს სიამოვნებით უსინჯავს გემოს და მხოლოდ შემდეგ ხვდება სინამდვილეში რა სურს. სხვათაშორის, ურთიერთობაში მერწყულსთვის მეგობრობა და ინტერესების გაზიარება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სექსი, ამიტომ არასდროს ანგრევს ოჯახს სექსუალური შეუთავსებლობის მიზეზით.

სასწორი – მართალია, ზოდიაქოს ეს ნიშანი ნაკლებად ხასიათდება სექსუალური პოტენციალით, მაგრამ თუ მომიჯნავე ზოდიაქოს ნიშნის – მორიელის გავლენას განიცდის, მაშინ საოცრად ტემპერამენტულს მუდმივად პრობლემები შეექმნება პირად ცხოვრებაში, რადგან ზედმეტად ხათრიანია, ყოველთვის ძალიან უჭირს გადაწყვეტილების მიღება და ზოგჯერ მხოლოდ იმიტომ აბამს ურთიერთობას, რომ უარს ვერ ეუბნება პარტნიორს. აღსანიშნავია, რომ სასწორს მოფერება და კოცნა უფრო ხიბლავს, ვიდრე სექსი.

კირჩხიბი – სხვა წყლის ნიშნების მსგავსად კირჩხიბისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ემოციური მდგომარეობა, რადგან მის სექსუალურ პოტენციალს და პარტნიორულ ურთიერთიერთობას მეტწილად სწორედ განწყობა განსაზღვრავს. აღსანიშნავია, რომ ზოდიაქოს ამ ნიშანს მთვარე მფარველობს და სწორედ მთვარის ფაზების მიხედვით ეცვლება გუნებაც. ჩვეულებრივ მორცხვ კირჩხიბს აუციელბლად აქტიური პარტნიორი სჭირდება, რომელიც ინიციატივის გამოჩენასაც შეძლებს და მასაც დაეხმარება კომპლექსების დამარცხებაში, რადგან საკმარისზე მეტი პოტენციალის პატრონს მხოლოდ წახალისება სჭირდება.

თევზები – საკმაოდ პასიურ თევზებს ნაკლებად ხიბლავთ დომინანტის როლი, ამიტომ კირჩხიბის მსგავსად, ზოდიაქოს ამ ნიშანსაც აქტიური პარტნიორი სჭირდება. ამასთანავე, თევზებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ემოციური თავსებადობა და პარტნიორთან მენტალური ურთიერთგაგების მოძიება, რათა თავი ყოველთვის ლარად და კომფორტულად იგრძნოს.

ქალწული – მართალია, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული მამაკაცი ხშირად ხდება ხუმრობის ობიექტი, რადგან ბევრს ჰგონია, რომ მას დაბალი სექსუალური პოტენციალი აქვს, მაგრამ სინამდვილეში, პოტენცილიც საკმარისი აქვს და ტემპერამენტიც, თუმცა ყოველთვის ცივი გონებით მოქმედებს, აუცილებლად ფიქრობს შედეგებზე და არასდროს კარგავს კონტროლს საკუთარ თავზე. ამიტომ გასაკვირი არაა, ურთიერთობაშიც ყოველთვის რაციონალურად აზროვნებს და პრაქტიკულად შეუძლებელია მისი ცდუნება.

თხის რქა – მართალია, ერთი შეხედვით თხის რქა უემოციო და ზედმეტად გულგრილი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ სინამდვილეში ის საკმაოდ ტემპერამენტული ზოდიაქოს ნიშანი და ერთ-ერთი საუკეთესო პარტნიორია, თუმცა არასდროს მოქმედებს იმპულსურად, ქალწულის მსგავსად ყოველთვის საღი გონებით აზროვნებს და დიდხანს ფიქრობს პარტნიორის არჩევისას. ამბიციური თხის რქისთვის მთავარი საიმედო პარტნიორი, სტაბილური ურთიერთობა და საკუთარი სახელია, ამიტომ ყოველთვის ერიდება შემთხვევითი სექსუალური კავშირებით რეპუტაციის გაფუჭებას.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები