LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელია 2019 წლის ყველაზე უსაფრთხო ავტომობილი

cars

Euro NCAP-ის ექსპერტებმა 2019 წლის ყველაზე უსაფრთხო მოდელების სია შეადგინეს. კვლევებს გამოცემა Car Buyer ხელმძღვანელობდა და ტეტს-დრაივის შედეგებიც მანვე გამოაქვეყნა.

კატეგორიაში „საოჯახო ავტომობილი“ გამარჯვებული – Mercedes-Benz A-Class დასახელდა. საშუალო ზომის მოდელი მგზავრების უსაფრთხოებაზე განსაკუთრებით ზრუნავს და როგორც ექსპერიმენტმა აჩვენა ეს 96%-იანი სიზუსტით გამოსდის. რაც შეეხება ყველაზე უსაფრთხოთა მეორე და მესამე პოზიციებს ისინი – Ford Focus-მა და Nissan Leaf-მა გადაინაწილეს.

რაც შეეხება შედარებით დიდი ზომის „საოჯახო მანქანას“, სიაში პირველობა – Audi A6-ს ხვდა წილად. ყველაზე უსაფრთხოთა შორის მოხვდა ასევე – Mazda 6 და Volvo V60-იც.

და ბოლოს, ყველგანმავალთა შორის ყველაზე საიმედო – BMW X5 აღმოჩნდა, რომელშიც მგზავრთა უსაფრთხოება 89%-ითაა დაცული. არანაკლებ უსაფრთხო კროსოვერებია ასევე – Volkswagen Touareg და Jaguar I-Pace,  ტესტ-დრაივი მათაც წარმატებიც გაიარეს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g