LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელია 2023 წლის საუკეთესო ტურისტული დანიშნულებები?

133
building-335130_1280

კომპანია Stasher-ის ანალიტიკოსებმა (რომელიც ტურისტებს ბარგის შენახვის სერვისს სთავაზობს) მსოფლიოს საუკეთესო ტურისტული დანიშნულებების რეიტინგი შეადგინეს. შედეგები ორგანიზაციის საიტზე გამოქვეყნდა.

სპეციალისტებმა თითოეული ღირსშესანიშნაობა 10 ბალიანი სისტემით შეაფასეს. მათ გამოიყენეს Tripadvisor-ის და Google-ის შეფასებები, ასევე Booking.com-ის მომხმარებელთა საშუალო რეიტინგი და Global Peace Index-ის ინფორმაციაც, რათა სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურთა უსაფრთხოების საკითხი გაეთვალისწინებინათ.

2023 წელს სამოგზაუროდ საუკეთესო ადგილი ბუდაპეშტში, უნგრეთის პარლამენტის შენობა გახდა. დანიშნულებამ რეკორდული 7,34 ქულა მოაგროვა. პარლამენტთან გადაღებულმა ვიდეომ tiktok-ში 887 მილიონი ნახვაც კი დააგროვა.

სიაში მეორე ადგილი წილად პარიზის დისნეილენდს ხვდა. მთელს მსოფლიოში ცნობილმა გასართობმა პარკმა 7,17 ქულა დაიმსახურა. სპეციალისტებმა აღნიშნეს აუარებელი დადებითი შეფასება და მის სიახლოვეს მდებარე ხარისხიანი საცხოვრებლები ტურისტებისთვის.
მესამე ადგილი ისლანდიის ცისფერმა ლაგუნამ (7,15 ქულა) დაიკავა. სპა-კურორტი „შთამბეჭდავი ვულკანური ლანდშაფტის“ გამო შეაქეს. გარდა ამისა, ისლანდიას ყველაზე უსაფრთხო ქვეყნის ტიტულიც არაერთხელ აქვს მიღებული.

მეოთხე პოზიციაზე სევილიაში მდებარე ესპანეთის მოედანი გავიდა, მეხუთე – კამბოჯას ტაძარი გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები