LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელია ენერგორესურსების დარგში ყველაზე პოპულარული საქმიანობა?

126

ბიას მონაცემთა ბაზაში ენერგეტიკა და ენერგორესურსების დარგში 760 იურიდიული პირი ფიქსირდება, აქედან ეკონომიკურად აქტიური 500–მდე კომპანიაა. (488 კომპანია)

Bia.ge-ის მონაცემების მიხედვით, აღნიშნულ დარგში, ყველაზე პოპულარულია შავი და ფერადი ლითონის წარმოება, გადამუშავება რეალიზაცია;  (142 კომპანია) ამ სფეროში ყველაზე მეტი 142 კომპანიაა -დასაქმებული, შემდეგ მოდის ნავთობით და ნავთობპროდუქტებით საცალო და საბითუმო ვაჭრობა – ამ დარგში 125 კომპანია საქმიანობს.

არანაკლებ პოპულარულია, ბუნებრივი აირით მომარაგება, განაწილება, რეალიზაცია და ასევე ბუნებრივი აირის მილების გაყვანა და ტრანსპორტირება, ამ საქმიანობას საქართველოში სულ 113 რეგისტრირებული კომპანია ეწევა.

ამ დარგში პოპულარობით მეოთხე ადგილზე ჰესების პროექტირება და ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობა, რეაბილიტაცია და მომსახურებაა, ასეთ საქმიანობაში ჩართული საქართველოში 81 კომპანიაა.

პოპულარობით ბოლოს წინა ადგილს ჰესების; ელექტროენერგიის წარმოებისა და გადაცემის სფეროში ოპერირებადი კომპანიები იკავებენ (სულ 65 კომპანია)

ბოლო ადგილზე კი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება და გადამუშავებაა. კატალოგის მიხედვით ამ საქმიანობას 61 კომპანია ახორციელებს.

რეგისტრირებულ კომპანიათა 29% იმპორტს ახორციელებს; იმპორტიორი ქვეყნების მიხედვით გადანაწილება შემდეგნაირია:  თურქეთი; ჩინეთი; იტალია; უკრაინა და გერმანია.

იმპორტიორი პროდუქციის ჩამონათვალში ძირითადა გვხდება:

1)ენერგო დანადგარების და მოწყობილობების იმპორტი; 2) ნავთობპროდუქტების და ბუნებრივი აირის  იმპორტი; 3)დანადგარების სათადარიგო ნაწილების  იმპორტი.

მხოლოდ კომპანიების 8%  ახორციელებს ექსპორტს.

ექსპორტიური ქვეყნების მიხედვით გადანაწილება შემდეგნაირია: თურქეთი; აზერბაიჯანი; რუსეთი; სომხეთი; აშშ.

ექსპორტირებული პროდუქციის ჩამონათვალში ძირითადა გვხდება: 1)შავი და ფერადი ლითონის ექსპორტი; 2) მანგანუმის ექსპორტი; 3) ქიმიური პროდუქციის და ნედლეულის ექსპორტი.

ბიას კატალოგის მიხედვით, ენერგეტიკა და ენერგორესურსების დარგში არსებული კომპანიების გადანაწილება ბრუნვის და ზომის მიხედვით არის შემდეგნაირი.

  • მცირე – 51%
  • საშუალო – 28%
  • მსხვილი – 21%

ბიას მონაცემების მიხედვით ბოლო 5 წლის განმავლობაში რეგისტრირებულ კომპანიების სტატისტიკას თუ გადავხედავთ  ყველაზე მეტი კომპანია ამ დარგში 2011 და 2014 წელს არის რეგისტრირებული.

ზომის თვალსაზრისისითაც აღნიშნული დარგი სხვა დარგებთან მიმართებაში შედარებით მაღალი ბრუნვებით ხასიათდება. რაც პირველ რიგში რა თქმა უნდა პროდუქტის და მომსახურების მაღალი ღირებულებითაა განპირობებული.