LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელია ევროპის საუკეთესო აეროპორტი?

190
Capture

რომისა და ათენის საერთაშორისო აეროპორტებმა საპატიო ჯილდო Best Airport Awards მიიღეს, რაც იმას ნიშნავს რომ ექსპერტებმა ისინი ევროპაში საუკეთესოებად დაასახელეს. ინფორმაციას ამის შესახებ the Mayor ავრცელებს.

ფიუმიჩინოს საერთაშორისო აეროპორტმა თავი განსაკუთრებით ეკოლოგიის საკითხებში გამოიჩინა, როცა განახლებად ენერგიებზე გადასვლა გადაწყვიტა. რომის აეროპორტი მნიშვნელოვან ნაბიჯს არა 2050 არამედ 2030 წლისთვის გადადგამს.

ათენის აეროპორტი იმის გამო გამოარჩიეს, რომ ცდილობს მავნე გამონაბოლქვი მინიმუმამდე შეამციროს. ავიაბაზა გეგმავს რომ 2025 წლისთვის სრულად მზის ენერგიაზე გადავიდეს და შენობა თუ სამსახურებრივი ტრანსპორტი ამ ენერგიით ამუშაოს.

გარდა ამისა, კონკურსის ჟიურიმ გამოყო ასევე ალიკანტეს (ესპანეთი) აეროპორტი შშმ პირებისთვის მეტი კომფორტის შექმნისთვის; პრაღის აეროპორტი თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიებისა და მეტი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის; ასევე გატვიკის (დიდი ბრიტანეთი) აეროპორტი ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების საქმეში გაწეული წვლილისთვის.

საინტერესოა, რომ Best Airport Awards-ის ჯილდოს აეროპორტების საერთაშორისო საბჭო საუკეთესო ავიაბაზებს ექსპერტთა ჟიურის შეფასებებზე დაყრდნობით გადასცემს. მთავარ კრიტერიუმთა შორისაა – ავიაკომპანიების მუშაობისთვის კომფორტული პირობების შექმნა, გარემოზე ზრუნვა და გაციფრულება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები