LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელია ევროპის ყველაზე ბედნიერი ქვეყანა?

134
210318165804-worlds-happiest-countries-austria-getty-images

ავსტრია ევროპის ყველაზე ბედნიერი ქვეყანაა. ასეთ მონაცემებს უახლოეს გამოკითხვაზე დაყრდნობით ევროპის სტატისტიკის სააგენტო „ევროსტატი“ ავრცელებს.

უფრო ზუსტად კი პროექტის ავტორები ადამიანებს ეკითხებოდნენ, თუ რამდენად ოპტიმისტურად უყურებდნენ ისინი მომავალს.

ავსტრიელებმა თავისი ბედნიერების დონე 10-იდან 8 ქულით შეაფასეს.

თავის მხრივ ფინეთმა, რომელიც როგორც წესი, ბედნიერების ინდექსით მსოფლიო ლიდერია ხოლმე, მეორე ადგილი დაიკავა. ქვეყანამ 7,7 ქულა დააგროვა. ამდენივე ქულით შეაფასეს თავისი ცხოვრება რუმინელებმა და პოლონელებმა.

ევროპის ყველაზე ბედნიერი ქვეყნები

1. ავსტრია
2. ფინეთი, რუმინეთი, პოლონეთი
3. ბელგია, ნიდერლანდები
4. დანია, სლოვენია
5. ჩეხეთი, ირლანდია, მალტა, შვედეთი.

ევროპის ყველაზე ნაკლებად ბედნიერი ქვეყანა ბულგარეთი აღმოჩნდა. ბულგარელებმა ცხოვრებით კმაყოფილების დონე 6 ქულაზე ნაკლებით შეაფასეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები