LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რომელია უფრო დამნაშავე, ის ვინც პოლიციელს ლოყა აუწითლა და ტკივილი იგრძნო თუ ის 5-7 კაცი ქუჩაში ქუსლებით რომ სცემდნენ დავარდნილს? უსამართლობებზე თვალს რომ დახუჭავთ, თვალდახუჭული დარჩებით მთელი ცხოვრება” – არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი

220
Purple and Red Illustration Minimalist X60x6 Squad Gaming Desktop Backgrounds

არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა ქადაგებისას ჟურნალისტ მზია ამაღლობელის დაკავებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იგი პოლიციელზე სილის გარტყმისთვის დააკავეს, თუმცა დაუსჯელები არიან ის პირები, რომლებიც ქუჩაში დავარდნილს ქუსლებს ურტყამდნენ.

„ერთმა ჟურნალისტმა პოლიციელს ლოყაში გაარტყა, ეს ჟურნალისტი დაიჭირეს, დასაჯეს და კიდევ უნდა მიუსაჯონ. ამბობენ, რომ ამან დაარღვია, პოლიციელს შეურაცხყოფა მიაყენა, მაგრამ ჩვენ ვიცით ასევე ჟურნალისტები, რომლებსაც ფეხებით დაადგნენ, 5-7 კაცი ურტყამდა, ქუსლებით სცემდნენ, დავარდნილს.

ახლა ვკითხოთ, რომელია უფრო დამნაშავე, თუ ეს დამნაშავეა იმიტომ, რომ ამ პოლიციელს ლოყა აუწითლდა და ტკივილი იგრძნო, რამდენად უფრო დამნაშავეა ის ხალხი, ვინც ქუჩაში უმოწყალოდ სცემდნენ და გადარჩნენ ღვთის ნებით, ღვთის წყალობით, შეწევნით, თორემ, მათი ხელიდან მკვდარი იყო.  

აი, დასვით კითხვა, რომელია მართალი? ამას ციხე ეკუთვნის და იმათ თავისუფლება? სად არიან ისინი, რატომ არ არიან დაჭერილი? აი, ასეთი უსამართლობები რომ ხდება და ამ უსამართლობებზე თვალს რომ დახუჭავთ, თვალდახუჭული დარჩებით მთელი ცხოვრება”, – თქვა არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა ქადაგებისას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g