LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელია ყველაზე გამძლე ევროპული ავტომობილი

163
benznews

გერმანული ორგანიზაცია TUV-ის სპეციალისტებმა ევროპულ ბაზარზე არსებული იმ ავტომობილების რეიტინგი შეადგინეს, რომლებიც თითქმის არასდროს ფუჭდება. კვლევაში ექსპერტებმა სერვის ცენტრებში ვიზიტების სიხშირე შეამოწმეს.

ყველაზე გამძლე ავტომობილი Mercedes-Benz GLC აღმოჩნდა. კროსოვერი ლიდერია  იმ მოდელებს შორის, რომელთა გარბენიც 55 ათასი კილომეტრია. უკანასკნელი 2-3 წლის განმავლობაში Mercedes-ს სერვის ცენტრი ყველაზე ნაკლებად სჭირდებოდა. აღსანიშნავია, რომ პირველ ათეულში ბრენდის კიდევ რამდენიმე მოდელი – A-Class, B-Class, C-Class, E-Class Coupe და SLC/SLK მოხვდა.

„მერსედესის“ გარდა სანდო ევროპულ ავტომობილთა შორის დასახელდა Audi A1, ასევე Q5 და Q3, Porsche 911 და Mazda CX-3.

აღსანიშნავია, რომ რეიტინგში ყველაზე ცუდი შედეგი ორ მოდელს – Dacia (Renault) Logan და Duster-ს, ასევე Citroen BErlingo-ს ქონდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები