LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომი კლოდ მონეს გამოფენისთვის ემზადება

50

რომი კლოდ მონეს გამოფენისთვის ემზადება. ექსპოზიცია მართლაც გრანდიოზული იქნება და ფრანგული იმპრესიონიზმის დამფუძნებლის 60-მდე ტილოს გააერთიანებს. შერჩეული ნახატები მხატვრის პირადი კოლექციიდან არის შერჩეული და მის განვლილ გზას, ევოლუციას თუ პირადი ცხოვრების დეტალებს მოიცავს. მსგავსი გამოფენა ისტორიაში პირველად იმართება, ამიტომ ხელოვნების მოყვარულთა დაინტერესება ძალიან დიდია.

აღსანიშნავია, რომ გამოფენას ვიტორიანო უმასპინძლებს და ის 2018 წლის 3 ივნისამდე გაგრძელდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები