LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომის პაპი 15 მარტამდე ონლაინ იქადაგებს

322
romis-papi

კორონავირუსის საფრთხისგან თავის ასაცლებლად რომის პაპი ქადაგებას ჩვეულ ფორმატში აღარ ჩაატარებს.

პაპი ფრანცისკე აღარ წარსდგება ქადაგებით ფანჯრიდან, რომელიც წმიდა პეტრეს მოედანს გადაჰყურებს.

ტურისტები და მორწუნეები, რომლებიც პაპის სანახავად იკრიბებიან ხოლმე პაპის ქადაგებას ონლაინ რეჟიმში გაეცნობიან.

ამით პაპი საზოგადოებას მოუწოდებს, რომ ხალხმრავლობას მოერიდონ.

თებერვლის ბოლოს ფრანცისკემ გაციების გამო შეხვედრები და საჯარო გამოსვლები გადადო. ვატიკანი აცხადებდა, რომ პაპი თავს შეუძლოდ გრძნობდა, თუმცა აღნიშნეს, რომ პაპს კორონავირუსი არ სჭირს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები