LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომის პაპი ლიფტში გაიჭედა, ის მეხანძრეებმა გამოიყვანეს

130
papi

უცხოურმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ რომის პაპი, რომელიც საკვირაო მიმართვაზე მიდიოდა, ლიფტში გაიჭედა და ამის გამო დააგვიანა.

„როიტერის“ ინფორმაციით, პაპი ლიფტში დაახლოებით 25 წუთის განმვალობაში იყო გაჭედილი და მისი გამოყვანა მეხანძრეებმა შეძლეს.

ფრანცისკემ წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილებს ბოდიში მოუხადა და განმარტა, რომ ვატიკანში ელექტროენერგიასთან დაკავშირებით პრობლემები იყო, რის გამოც ის ნახევარი საათი ლიფტში იყო გაჭედილი.

რომის პაპმა წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილებს მოუწოდა, მის მაშველ მეხანძრეებს აპლოდისმენტებით მიესალმონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g