რომის პაპი ფრანცისკე შობის დღესასწაულის დადგომასთან დაკავშირებით, ვატიკანში საშობაო წირვას აღავლენს. წირვას პირდაპირ ეთერში Youtube -ზე გადაიცემა.
პაპმა ფრანცისკემ წინასაშობაო ქადაგებაში 24 დეკემბერს მრევლს ქრისტეზე ჩუმად ლოცვისკენ მოუწოდა. პაპმა წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილებს მოუწოდა განსაკუთრებულად ილოცონ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში საომარი კონფლიქტების გამო იტანჯებიან.
დღეს ქრისტიანული სამყაროს უდიდესი ნაწილი ქრისტეს შობას აღნიშნავს. მთავარი სადღესასწაულო ღონისძიებები ბეთლემში, ნაზარეთსა და ვატიკანში იმართება.