LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომის პაპი: სექსი არის ერთ-ერთი მშვენიერი რამ, რაც ღმერთმა ადამიანს აჩუქა

263
რომის პაპი

რომის პაპმა ფრანცისკემ გასულ კვირას გამოქვეყნებულ დოკუმენტურ ფილმში სქესობრივი ცხოვრების შესახებ ისაუბრა და სექსი აღწერა, როგორც „ერთ-ერთ მშვენიერი რამ, რაც ღმერთმა ადამიანს აჩუქა.“

86 წლის პაპმა კომენტარი გააკეთა Disney+–ის სპექტაკლში „პაპი პასუხობს“, რომელიც რომში შარშანდელ შეხვედრას აღწერს და რომელიც 20-იანი წლების დასაწყისში 10 ადამიანთან შედგა.

პაპ ფრანცისკეს სხვადასხვა თემაზე ჰკითხეს, მათ შორის, ლგბტ უფლებები, აბორტი, პორნოინდუსტრია, სექსი და რწმენა და სექსუალური ძალადობა კათოლიკურ ეკლესიაში.

„სექსი არის ერთ-ერთი მშვენიერი რამ, რაც ღმერთმა ადამიანს აჩუქა. სექსუალურად გამოხატვა არის სიმდიდრე. ასე რომ, ყველაფერი, რაც ამცირებს რეალურ სექსუალურ გამოხატვას, ამცირებს ამ სიმდიდრეს“, – თქვა მან დოკუმენტურ ფილმში.

ფრანცისკეს ასევე ჰკითხეს, იცოდა თუ არა, რა არის „არაბინარული ადამიანი“, რაზედაც მან დადებითად უპასუხა და კვლავ გაიმეორა, რომ ლგბტ ადამიანებს კათოლიკური ეკლესია უნდა მიესალმოს.

„ყველა ადამიანი ღვთის შვილია, ყველა. ღმერთი არავის უარყოფს, ღმერთი მამაა და მე არ მაქვს უფლება ვინმეს ეკლესიიდან განვდევნო“, – თქვა პაპმა.

აბორტის შესახებ კი პაპმა აღნიშნა, რომ მღვდლები უნდა იყვნენ „მოწყალეები“ ქალების მიმართ, რომლებმაც შეწყვიტეს ორსულობა, მაგრამ თქვა, რომ ეს პრაქტიკა მიუღებელია.

„კარგი იქნება რაღაცებს თავიანთი სახელი რომ ვუწოდოთ. ერთია თან ახლდე ადამიანს, რომელმაც გაიკეთა აბორტი, სულ სხვაა საქციელის გამართლება.“ – აღნიშნა პაპმა.

პაპის განცხადება ვატიკანის ოფიციალურმა გაზეთმა L’Osservatore Romano-მ გამოაქვეყნა, სადაც მისი საუბარი ახალგაზრდებთან „ღია და გულწრფელი დიალოგი“ იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g