LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომის პაპი თავის Lamborghini Huracan-ს ყიდის

96

სუპერქარი Lamborghini Huracan, რომლის მფლობელიც რომის პაპია, აუქციონიდან გაიყიდება. ვაჭრობას აუქციონის სახლი Sotheby’s გამართავს. ეს უნიკალური ავტომობილი მას თავად მწარმოებელმა აჩუქა. ავტომობილის გაყიდვიდან მიღებული თანხა ქველმოქმედებაზე დაიხარჯება.

Lamborghini Huracan რომის პაპს ავტომწარმოებელმა გასულ შემდოგომაზე აჩუქა. ის ერთადერთ ეგზემპლარად არის აწყობილი. ავტომობილი თეთრია და ოქროსფერი აქცენტებით არის გაწყობილი. გარდა ამისა, რომის პაპმა კაპოტზე თავისი ავტოგრაფიც დატოვა.

რომის პაპის პრესსამსახური აცხადებს, რომ ავტომობილით 2017 წლის ნოემბრის შემდეგ არ უსარგებლიათ, სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს მისი გაყიდვა. მიღებული თანხით ერაყელი ქრისტიანების სახლებს აღადგენენ.

შეგახსენებთ, რომ Lamborghini-მ Huracan-ის აქტუალური გენერაცია 2014 წელს გამოუშვა. სუპერქარი მოძრაობაში 5,2 ლიტრიანი ძრავით მოდის და 610 ცხენის ძალას ავითარებს. სტანდარტული მოდელის ფასი 200 000 დოლარიდან იწყება, თუმცა რომის პაპის ექსკლუზივი უფრო ძვირად გაიყიდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები