ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებას, რომლითაც დონალდ ტრამპმა რომის პაპი ლეო XIV ირანის წინააღმდეგ ომთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო გააკრიტიკა, რომის პაპი ეხმაურება.
როგორც რომის პაპმა, ლეო XIV-მ განაცხადა, მას ტრამპის ადმინისტრაციის არ ეშინია და არც დებატებში შესვლა სურს.
„არ მეშინია ტრამპის ადმინისტრაციის ან სახარებიდან გზავნილის ხმამაღლა წარმოთქმა, რადგან მჯერა, რომ აქ ამისთვის ვარ და აქ ეკლესია ამისთვის არის. ჩვენ პოლიტიკოსები არ ვართ, ჩვენ საგარეო პოლიტიკას იმ პერსპექტივიდან არ განვიხილავთ, როგორც შეიძლება ის [დონალდ ტრამპი] ამას აღიქვამდეს. თუმცა, როგორც მშვიდობისმყოფელს, სახარების გზავნილის მწამს…
ომის წინააღმდეგ სიტყვით კვლავ ხმამაღლა გამოვალ. მე ყველას მოვუწოდებ, რომ მშვიდობისა და შერიგების ხიდების აგებისთვის გზები ეძებონ, ასევე, მოძებნონ გზები იმისთვის, რომ ნებისმიერ დროს, როცა ეს შესაძლებელია, ომი თავიდან აიცილონ“, – განაცხადა რომის პაპმა.
ცნობისათვის, რომის პაპმა ლეო XIV-მ ირანის წინააღმდეგ ომთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია რამდენჯერმე გააკრიტიკა და დონალდ ტრამპს ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
მოგვიანებით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა:
„რომის პაპი დანაშაულის წინააღმდეგ სუსტია და საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით საშინელია. არ მინდა პაპი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს აკრიტიკებს.
ის საუბრობს ტრამპის ადმინისტრაციის მიმართ „შიშზე“, მაგრამ არ ახსენებს იმ შიშს, რომელიც კათოლიკურ ეკლესიასა და სხვა ქრისტიანულ ორგანიზაციებს ჰქონდათ COVID-ის დროს, როდესაც მღვდლებს აკავებდნენ ღვთისმსახურებისთვის, მაშინაც კი როდესაც ათი და ოცი ფუტის დაშორებით იდგნენ. მისი ძმა ლუი უფრო მომწონს, რადგან ლუი ბოლომდე MAGA-ს მხარდამჭერია. მას ეს ესმის, ლეოს კი არა“, – დაწერა დონალდ ტრამპმა.
🔻💬 „ეკლესიამ სიაში მხოლოდ იმიტომ შეიყვანა, რომ ის ამერიკელია და იფიქრეს, ეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ურთიერთობისთვის…
Posted by Radio Fortuna FM 106,9 on ორშაბათი, 13 აპრილი, 2026
