LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომის შადრევანთან ჭამა-სმისთვის ტურისტი 500 დოლარით დააჯარიმეს

43
Capture

ამერიკელი ტურისტი რომში 500 დოლარით დააჯარიმეს, რადგან ის მადონა დეი მონტის მოედანზე, შადრევნის კიბეებზე სადილობდა. ამის შესახებ ინფორმაციას The Insider ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 55 წლის მოგზაური 1589 წელს აშენებული არქიტექტურული ძეგლის სიახლოვეს დაჯდა, გვერდით ლუდი მოიდგა და თან ნაყინს შეექცეოდა. ამ დროს მასთან პოლიციის თანამშრომელი მივიდა და ჯარიმა გამოუწერა.

ამერიკელის თქმით, მან არაფერი იცოდა იტალიაში მოქმედი კანონის შესახებ. არადა რესპუბლიკის ხელისუფლებამ შადრევნების სიახლოვეს ჭამა-სმა ჯერ კიდევ 2017 წლიდან აკრძალა. აკრძალულია ასევე შადრევნებში ბანაობა ან შიგნით რაიმე ნივთების ჩაყრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები