რომში ისტორიული ძეგლის 14 წლიანი რესტავრაცია დასრულდა. უძველესი კომპლექსი, რომელიც იმპერატორ ოქტავიანეს სახელთანაა დაკავშირებული ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდეა აშენებული. თავის დროზე ნაგებობას მოედნის ფუნქცია ქონდა და ის ყველა მხრიდან ღმერთების ქანდაკებებით იყო შემოსაზღვრული. ბუნებრივია, მის ტერიტორიაზე ტაძარი, ბიბლიოთეკა და სხვა დანიშნულების ოთახებიც იქნებოდა განთავსებული. ისტორიულმა ძეგლმა დროთა სვლას ვერ გაუძლო და მას სერიოზული რესტავრაციაც სჭირდებოდა. ამ პროცესს კი არც მეტი არც ნაკლები მთელი 14 წელი დასჭირდა.
აღსანიშნავია, რომ უნიკალური კომპლექსის ნახვას ვიზიტორები 2018 წლის დასაწყისიდანვე შეძლებენ.