მილიარდერ ალესანდრო პროტოს კომპანიას სურს კრიშტიანო რონალდოსგან 10 მილიონი ევრო ამოიღოს სიცრუისთვის.
პორტუგალიელს კანონთან პრობლემები შეექმნა.
კომპანია პროტომ, რომელიც უძრავი ქონების ბიზნესით არის დაკავებული, რონალდოს ნიუ-იორკში ბინა მიყიდა 18.5 მილიონ დოლარად. ფეხბურთელის წარმომადგენლებმა ეს ინფორმაცია უარყვეს და კანტორა ჭორების გავრცელებაში დაადანაშაულეს. კომპანიამ კი რონალდოს წინააღმდეგ საქმის აღძვრა გადაწყვიტა და თან 10 მილიონ ევროს ითხოვს ტყუილისა და ცრუ ინფორმაციისთვის.
”რეგისტრაციის შემდეგ რონალდომ ბინა თავის მეგობარ ბადრი ჰარის აჩუქა. შესაძლოა ეს ფაქტი აწუხებდა ფეხბურთელს და ამიტომ არაფერი არ თქვა ყიდვაზე. ბოდიშს ვითხოვთ თუ რონალდოს საიდუმლო გაცხადდა, მაგრამ აშშ-ს კანონები ძალიან მკაცრია, ჩვენ კი ჩვენ საქმეს ვაკეთებდით. რონალდოს ნათქვამზე საჩივარი შედგენილია და პროცესი დაიწყო”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
არც ისე დიდი ხნის წინ ბრიტანულმა ტაბლოიდმა ”სანმა” გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ რონალდო ჰომოსექსუალურ ურთიერთობაშია მაროკოული წარმოშობის ჰოლანდიელ კიკბოქსიორ ბადრი ჰარისთან.
ალესანდრო პროტო აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპის ბიზნეს პარტნიორია.