LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდო უკვე ყელშია: ფარაონ კრიშტიანოს პირამიდის გამო ქუჩები თვეებია გადაკეტილია

135
Lili-Canecas-filma-mansao-de-Cristiano-Ronaldo-em-Cascais-e-e-alvo-de-criticas

„ალ ნასრის“ ფეხბურთელმა კრიშტიანო რონალდომ პორტუგალიაში სახლის გაჭიანურებული მშენებლობის გამო მეზობლები გააცოფა, იტყობინება OK Diario.

სამშენებლო მოედანი ქალაქ ქაშქაიში მდებარეობს, ლისაბონიდან 20 კმ-ში. ამასწინათ მშენებლობის ვადამ 2024 წლამდე გადაიწია.

„სახლის მშენებლობა მინიმუმ კიდევ ერთი წელიწადი გაგრძელდება. უკვე ყელშია!“ – წერს OK Diario ერთ-ერთი მეზობლის სიტყვებს.

„მშენებლობისთვის სამი წელიწადი იყო. სახლი იმხელაა, რომ საავადმყოფოს ჰგავს. ჩემი ქუჩა თვეობით იყო გადაკეტილი, ჩემი ბაღი მტვრითაა სავსე. ყველაფერი ფარაონ რონალდოს „პირამიდის“ გამო“, – ამბობს კიდევ ერთი მეზობელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები