LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდო წლის ადამიანია: ის ხომ ბავშვებს ეხმარება

44

კრიშტიანო რონალდო პალესტინაში წლის ადამიანად აღიარეს ბავშვების დახმარებისთვის.
ერთ-ერთი მთავარი ჯილდო 31 წლის ფეხბურთელის კარიერაში.

„რეალისა“ და პორტუგალიის ნაკრების ლიდერი პალესტინაში ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოს და საერთოდ მსოფლიოს ბავშვების ჰუმანიტარული დახმარებისთვის წლის ადამიანად დაასახელეს.

რონალდოს დაჯილდოების ცერემონია პალესტინაში 16 დეკემბერს გაიმართება. თავად ფეხბურთელი ღონისძიებას ვერ დაესწრება, რადგან მაგ დროს „რეალი“ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატით იქნება დაკავებული.

რონალდო არაერთხელ დახმარებია პალესტინელებს, ხოლო წელს 5 წლის ობოლ ახმად დავაბხას შეხვდა, რომლის მშობლები მოკლეს.

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი იაპონიაში 8-18 დეკემბერს შედგება.

photo_2016-11-01_12-25-46

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები