LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდომ 5 რეკორდი დაამყარა: გაიგე რაში გაასწრო კრიშტიანომ მესის

153
krishtianu-ronaldu-15783445441938945140

იტალიის სერია ა-ს მე-18 ტურში „იუვენტუსმა“ 4:0 გაარღვია „კალიარი“.

მატჩის MVP გახდა კრიშტიანო რონალდო, რომელმაც 33 წუთში ჰეთ-თრიქი გაახერხა. ამ თამაშში პორტუგალიელმა რამდენიმე რეკორდი დაამყარა.

 

1) სერია ა – მეათე ტურნირია, რომელშიც კრიშტიანომ ჰეთ-თრიქი შეასრულა.

2) კრიშტიანომ ბოლო 5 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა – პირველად იტალიაში გადასვლის შემდეგ. ეს პირველი გოლებია 2020 წელს. რონალდოს სამ ათწლეულში აქვს გატანილი.

3) რონალდოს გააქვს თუნდაც ერთი გოლი ტოპ ლიგებში ბოლო 18 წელია ზედიზედ (2003 წლიდან). ეს ყველაზე გრძელი მოქმედი სერიაა. პორტუგალიელის გადასწრება შეუძლია კლაუდიო პისაროს (1999 წლიდან იტანს) და ხოაკინს (2001-დან).

4) ეს 56-ე ჰეთ-თრიქია კარიერაში და 36-ე ეროვნულ ჩემპიონატებში (34 ესპანეთზე მოდის). კრიშტიანომ გადაასწრო ლეო მესის, რომელსაც 35 ჰეთ-თრიქი აქვს ერთ ჩემპიონატში. კრიშტიანო სამი ჰეთ-თრიქით მოწყდა არგენტინელს: მესის 53-ჯერ აქვს გატანილი სამი გოლი ერთ მატჩში.

5) რონალდო გახდა პირველი პორტუგალიელი, რომელმაც სერია ა-ს მატჩში ჰეთ-თრიქი შეასრულა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები