მადრიდის ”რეალის” ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ ახალი ოდეკოლონის პრეზენტაცია გამართა.
პორტუგალიელმა შექმნა არომატი, რომელიც ფუფუნებას აფრქვევს.
”ჩვენ მეგობრებთან ერთად მადრიდის აეროპორტში აღვნიშნავთ ჩემი ახალი სუნამოს Cristiano Ronaldo Legacy ჩაშვებას”, – დაწერა რონალდომ.
სუნამო Legacy (მემკვიდრეობა) შეიცავს დარიჩინის, ლავანდის და ვაშლის სურნელს.
პარფიუმის ჩაშვებაზე რონალდომ ჯერ კიდევ სექტემბერში განაცხადა.
თებერვალში კრიშტიანომ ბრენდ CR7 სახელით საცვლების ახალი კოლექცია გამოუშვა.