„იუვენტუსის“ ფეხბურთელმა კრიშტიანო რონალდომ და მისმა უსექსუალურესმა მეორე ნახევარმა ჯორჯინა როდრიგესმა შვებულების დროს კანონი დაარღვიეს. წყვილი სამთო-სათხილამურო კურორტზე წავიდა, სადაც ჯორჯინას დაბადების დღე უნდა აღენიშნათ.
რონალდო და მისი ქალი კორონავირუსის გამო ოფიციალურად დახურულ სასტუმროში გაჩერდნენ, თუმცა ხელისუფლება სხვა რამ აღაშფოთა. როდესაც მათ პიემონტისა და ვალე დაოსტას საზღვარი გადაკვეთეს, კოვიდ 19-თან ბრძოლის ყველა წესი დაარღვიეს, რადგან ორივე ეს რეგიონი წითელ ზონაშია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ აქ გადაადგილება არ შეიძლება გარდა განსაკუთრებული საჭიროებისა. დარღვევისთვის რონალდოსა და ჯორჯინას დააჯარიმებენ, წერს Repubblica. ალბათ, ძალიან იდარდებენ ამ ჯარიმას და ღამეები არ დაეძინებათ.
კრიშტიანოს და ჯორჯინას დასვენება დაემთხვა „იუვენტუსისა“ და სპალ-ის სათასო მატჩს. ტურინელთა ლიდერს დასვენების საშუალება მისცეს.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რონალდო კორონავირუსის გამო შეზღუდვებს არ დაემორჩილა. გავიხსენოთ:
ფოტო: რონალდო შობის დღესასწაულზე დუბაიში გაფრინდა და ხალხი გააბრაზა
ვიდეო: რონალდომ კარანტინი დაარღვია და სახლში დიდი წვეულება მოაწყო
ეს მოფრენილი ცხოველი სახლში უნდა დარჩეს: ცოლ-შვილთან მოსეირნე რონალდოს მაგრად გადაუარეს
ერთიც: ამასწინ ჯორჯინა როდრიგესმა, მეუღლის მსგავსად, ტანსაცმლის საკუთარი ხაზი ჩაუშვა. უკვე ბიზნესმენი გოგოა.
ფოტო: ცნობილი გახდა რა ღირს რონალდოსა და ჯორჯინას სამკაულების კოლექცია