პორტუგალიურმა გაზეთმა Correio da Manhã-მ ეროვნული ნაკრების ფორვარდისგან კრიშტიანო რონალდოსგან და პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციისგან უნგრეთთან თამაშის წინ მომხდარი ინციდენტის გამო ბოდიშის მოხდა მოითხოვა.
გამოცემის კორესპოდენტი რონალდოს მიუახლოვდა და ჰკითხა, რამდენად მზად იყო შეხვედრისთვის, რის შემდეგ ფეხბურთელმა მიკროფონა მოსტაცა და ტბაში გადააგდო.
”ეს სერიოზული დარღვევაა, რომელიც ჩვენი ქვეყნის დისკრედიტაციას ახდენს. ვფიქრობთ, რომ რონალდოსგან და საფეხბურთო ფედერაციისგან მინიმუმ ბოდიშის მოხდას ვიმსახურებთ.
რონალდო, როგორც ნაკრების კაპიტანი, სამაგალითო უნდა იყოს და არა პირიქით”, – ამბობს Correio da Manhã TV-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორი კარლუშ როდრიგეში.
ფორვარდი არაერთხელ ადანაშაულებდა CMTV-ს ტყუილსა და საეჭვო პუბლიკაციებში მისი პირადი და ოჯახური ცხოვრების შესახებ. გარდა ამისა, რონალდომ Correio da Manhã-ის ჟურნალისტებთან კონტაქტს ვეტო დაადო .