LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდომ პატარა ბიჭი ატირა (ვიდეო)

37

მადრიდის ”რეალის” სუპერფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ ტერაქტს გადარჩენილი პატარა ბიჭი ცრემლებამდე მიიყვანა. სამი წლის ლიბანელი ხაიდარ მუსტაფა ”რეალის” მატჩს დაესწრო ”რაიო ვალეკანოსთან”. ხაიდარმა მშობლები ბეირუთის ნოემბრის ტერაქტის დროს დაკარგა. ბიჭი კი დაიჭრა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილობრივმა ჟურნალისტმა რანა ხარბიმ ტვიტერში ფლეშმობი ატვირთა და რონალდო მონიშნა. პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი შეტყობინებას გამოეხმაურა და ხაიდარი ”რეალის” საშობაო ვახშამზე მიიწვია. ბიჭუნა, რომელიც ”რეალის” და პერსონალურად რონალდოს გულშემატკივარია, სამეფო კლუბის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა ”სანტიაგო ბერნაბეუს” სხდომათა დარბაზში მიიღო და კლუბის მაისურა აჩუქა.

 

 

https://www.youtube.com/watch?time_continue=1&v=fWU9MFscqgA

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები