LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდოს 23-თვიან პატიმრობას და 19 მილიონიან ჯარიმას მიუსჯიან (ვიდეო)

95498

ტურინის „იუვენტუსის“ პორტუგალიელ სუპერვარსკვლავ კრიშტიანო რონალდოს, საგადასახადო თაღლითობის საქმეზე 23 თვით პატიმრობას და დაახლოებით 19 მილიონი ევრომდე ჯარიმის გადახდას მიუსჯიან.

დღეს მადრიდის სასამართლოში (კრიშტიანო მეუღლესთან ერთად გამოცხადდა) პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა დაადასტურა ესპანეთის პროკურატურასთან მიღწეული შეთანხმება, რომლის თანახმად, ის ეთანხმება ხსენებულ მსჯავრს.

საინტერესოა, რომ მოსამართლემ არ დააკმაყოფილა რონალდოს თხოვნა სხდომაზე ვიდეოთი ჩართვის ან სასამართლოს ტერიტორიაზე მანქანით შესვლის თაობაზე, რის გამოც ფეხბურთელი იძულებული გახდა შენობაში ფეხით შესულიყო.

ესპანეთის კანონმდებლობით, რადგან რონალდოს წარსულში ნასამართლობა არ ჰქონია, ხოლო მისი სასჯელი ორ წელს არ აღემატება, მას ციხეში არ ჩასვამენ.

შეგახსენებთ, ზუსტად ასე მოხდა ლეო მესის შემთხვევაშიც.

გამოძიებამ დაადგინა, რომ რონალდომ მადრიდის „რეალში“ თამაშისას, 2011-დან 2014 წლის პერიოდში, ოთხჯერ ჩაიდინა საგადასახადო დანაშაული.

საბოლოოდ ვერდიქტს სასამართლო უახლოეეს დღებში გამოიტანს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები