LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდოს ციხე რეალურად ემუქრება

37

მადრიდის „რეალის“ ფორვარდ კრიშტიანო რონალდოს რეალურად ემუქრება ციხეში ჩაჯდომა.
გჯერათ?

რონალდო გადასახადების გადაუხდელობის საქმეზე სასამართლოს წინაშე წარდგა. როგორც AS იუწყება, პორტუგალიელის წინააღმდეგ ბრალდება ბევრად სერიოზულია, ვიდრე ლეო მესის შემთხვევაში იყო.

„რეალის“ სუპერფორვარდს 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. სასჯელის განახევრების შემთხვევაშიც კი შეუძლებელი იქნება პირობითი მსჯავრის დაკისრება. საუკეთესო ვარიანტში სასჯელის ვადა სამი მეოთხედით შემცირდება და რონალდო 21-თვიან პირობით სასჯელს მიიღებს.

თავად ფეხბურთელი ბრალს უარყოფს.

ორშაბათის სხდომაზე ის სასამართლოს წინაშე დაახლოებით საათნახევარი გამოდიოდა.

რონალდოს ბრალად ედება 14,7 მილიონი ევროს დამალვა 2011-2014 წლებში.

ამ პერიოდში კრიშტიანომ 159 გოლი გაიტანა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები