LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდოს თვითმფრინავი ბარსელონაში დაზიანდა

61

მადრიდის ”რეალის” ფეხბურთელის კრიშტიანო რონალდოს თვითმფრინავს ბარსელონას აეროპორტში ავარია შეემთხვა.
მოკლედ, ყველანაირად უბედო ქალაქია პორტუგალიელისთვის.

რონალდოს კუთვნილი Gulfstream G200 ბარსელონას აეროპორტ El Prat-ში ავარიულად დაეშვა. თვითმფრინავი დაჯდომისას დაზიანდა და აეროპორტის თანამშრომლებს ერთ-ერთი ასაფრენი ზოლის დაკეტვა მოუხდათ.

თვითმფრინავი მგზავრების გარეშე მიფრინავდა, პილოტმა მცირე დაზიანება მიიღო. თავად რონალდო ამ დროს ”რეალის” განკარგულებაში იყო.

ეს თვითმფრინავი კრიშტიმ 2015 წლის 19 მლნ ევროდ იყიდა.

 

CtgxiSyW8AAUCU_

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები