LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდუ სტადიონზე სირიელ ბავშვთან ერთად გავიდა

97

კრიშტიანუ რონალდუმ სირიელი ლტოლვილი ბავშვი ფეხბურთის მატჩზე დაპატიჟა და სტადიონზე მასთან ერთად გავიდა.

ბავშვი მთელმა მსოფლიომ გაიცნო ვიდეოდან, სადაც იგი ხელში უჭირავს მამას, რომელიც პოლიციელებისგან გარბის. სირიელ ლტოლვის უნგრელმა ჟურნალისტმა ფეხი დაუდო, რომ წაექცია.
ჟურნალისტის საქციელმა ყველა აღაშფოთა, ხელმძღვანელებმა კი იგი სამსახურიდან გაათავისუფლეს. კადრებმა „რეალის“ ვარსკვლავზეც ძალიან იმოქმედა და მან პატარა ზაიდი, მამა და ძმა საფეხბურთო მატჩზე დაპატიჟა, სადაც „რეალი“ კლუბ „გრანადას“ წინააღმდეგ თამაშობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g