ესპანური პრიმერას მეათე ტურში მადრიდის ”რეალის” ფორვარდმა კრიშტიანუ რონალდუმ ”ლას პალმასის” კარში მორიგი გოლი გაიტანა.
პორტუგალიელმა სამეფო გუნდის შემადგენლობაში გოლი 54-ე გუნდს გაუტანა, სულ კი მას მადრიდის ”რეალის” მაისურით 58 გუნდის წინააღმდეგ მოუხდა გამოსვლა.
”რეალში” რონალდუ 2009-10 წლების სეზონის დაწყებამდე გადავიდა. მას არ გაუტანია გოლი პსჟ-ს, ზაგრების ”დინამო”, ”კრუს ასულისა” და ”სან ლორენსოს” წინააღმდეგ.
ყველაზე მეტი – 21 გოლი მას ”სევილიას” კარში აქვს გატანილი. ”ხეტაფეს” 18 გოლი, მადრიდის ”ატლეტიკოს” და ”ბარსელონას” კი 15-15 გოლი გაუტანა.