რონალდუ იმ ბიჭუნას შეხვდა, რომელმაც მშობლები ბეირუთში მომხდარი ტერაქტის დროს დაკარგა.
მადრიდის ”რეალის” თავდამსხმელი სამი წლის ჰაიდარ მუსტაფას შეხვდა, რომელიც ლიბანში ცოტა ხნის წინ ტერაქტის დროს დაზარალდა.
ბეირუთის გარეუბაში 12 ნოემბერს ხალხმრავალ ადგილზე ორმაგი ტერაქტი განხორციელდა, მას 43 ადამიანი ემსხვერპლა, ჭრილობა კი 239-მა ადამიანმა მიიღო.
ტერაქტისას დაიღუპნენ ჰაიდარის მშობლებიც. ჟურნალისტმა რანა ხარბიმ ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა და ჰეშტეგი #CristianoMeetHaidar გამოიყენა. ისტორიამ პოპულარობა მალე მოიპოვა და ”რეალის” ლიბანელი გულშემატკივრების საზოგადოებამ ესპანეთიდან ზარი მიიღო, რომელიც ბიჭუნასთან შეხვედრის თაობაზე განხორციელდა.