ნოემბერში კრიშტიანუ რონალდუს შესახებ დოკუმენტური ფილმი გამოვა. მასში მოთხრობილი იქნება ლეგენდარული ფეხბურთელის ბავშვობიდან დღემდე განვლილი გზა. ფილმს „რონალდუ“ ერქმევა და მასში სპორტსმენის დედის, ახლო მეგობრებისა და საქმიანი პარტნიორების კომენტარებიც იქნება ნაჩვენები.
იქნება თუ არა მასში საუბარი მოდელ ირინა შეიკთან დაშორების მიზეზებზე, ამ დროისთვის უცნობია.