LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როსტო ციხიდან გაათავისუფლეს

3045
43567392

წყალბურთელი და ტელეწამყვანი ლევან როსტოშვილი, იგივე როსტო ციხიდან გაათავისუფლეს. ინფორმაცია “ფურტუნას” პენიტენციურ სამსახურში დაუდასტურეს.

“ლ.რ. N16 დაბალი რისკის პენიტენციურ დაწესებულებაში იხდიდა სასჯელს და აქტიურად ჩართული იყო სხვადასხვა სარეაბილიტაციო აქტივობაში. მსჯავრდებულის სასჯელის მოხდის ვადა 2020 წლის 7 იანვარს სრულდებოდა. ლ.რ.-მ დაკისრებული სასჯელიდან ორ წელზე მეტი მოიხადა და მიმდინარე წლის 23 მაისს პირობით ვადამდე გათავისუფლდა,” – განუცხადეს “ფორტუნას” პენიტენციურ სამსახურში.

როსტოშვილი და კურტანიძე 2016 წლის 6 მაისს დააკავეს. სასამართლომ ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის “ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს” თანაწამყვან ლევან როსტოშვილს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მსახიობ ლაშა კურტანიძეს – 5 წლით. 2016 წელს გიორგი მარგველაშვილმა ლაშა კურტანიძე შეიწყალა, თუმცა როსტოშვილის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები