LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როტერდამის კინოფესტივალზე ქართული კინოკლასიკის – „სხვისი შვილების“ აღდგენილი ვერსიის მსოფლიო პრემიერა გაიმართება

172
Capture

როტერდამის კინოფესტივალზე ქართული კინოკლასიკის – „სხვისი შვილების“ – აღდგენილი ვერსიის მსოფლიო პრემიერა გაიმართება

წელს ვენეციის კინოფესტივალზე საქართველოს ეროვნული კინოცენტრსა და როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალს შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგად, როტერდამის რიგით 54-ე კინოფესტივალზე თენგიზ აბულაძის კინოკლასიკის – „სხვისი შვილების“ – აღდენილი ვერსიის მსოფლიო პრემიერა გაიმართება.

კინოფესტივალი 2025 წლის 30 იანვრიდან 9 თებერვლის ჩათვლით ჩატარდება. ქართული კინოშედევრის ჩვენება ფესტივალის ერთ-ერთი სექციის – Cinema Regained-ის ფარგლებში მოეწყობა.

ფილმის რესტავრირებული ვერსია 2023 წელს საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით შეიქმნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g