მიუხედავად იმისა, რომ „სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლავები, კიტ ჰარინგტონი და როუზ ლესლი დანიშნულები არიან, ქორწილი ჯერ დაგეგმილი არაა. ამის შესახებ მსახიობმა ლოუზ ლესლის ჟურნალ Town & Country-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. მსახიობმა გამოცემისთვის სპეციალურ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა, სადაც განსხვავებული სამოსით გამოჩნდა. ლესლის თქმით, მისი და ჰარინგტონის სამუშაო გრაფიკი მას ქორწილზე ფიქრის საშუალებს არ აძლევს: „მე უნდა მოვარგო ქორწილი ჩემს გრაფიკს და ახლა ამისთვის არ მცალია“, – განაცხადა მსახიობმა.
ლესლიმ ასევე საოცნებო როლებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყოველთვის სურდა ოფელიას როლის შესრულება. ახალ ინტერვიუსა და ფოტოებს, სადაც როუზ ლესლი კლასიკური ბრიტანელი გოგონას იმიჯს ირგებს, მკითხველი ჟურნალ Town & Country-ს ახალ ნომერში გაეცნობა.