28 ოქტომბერს გადაცემაში „ასტრომაგია“ სოფია ბზეკალავამ მომავალი კვირის პროგნოზი გააკეთა და დეტალურად ისაუბრა იმ სირთულეებზე, რომელთა დაძლევაც მოგვიწევს.
* ცვლილებები კვირა
რთული, თუმცა ძალიან საინტერესო კვირა გველის ასტროლოგიური თვალსაზრისით, რადგან პლანეტების მონაცვლეობა უამრავ და ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებს შემოიტანს ჩვენს ცხოვრებაში, რომელთა სწორად გამოყენება მხოლოდსაღი გონებით და რაციონალური მიდგომით იქნება შესაძლებელი. ზოგადად, 2020 წელი რადიკალური გარდაქმნების, ცვლილებების წელია, რომელიც ზოგმა დადებითად გამოიყენა, ზოგიერთის ცხოვრებაში კი, მხოლოდ სტრესით და ნეგატიური ცვლილებებით აღინიშნა.
მზის მორიელის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა, ერთი-ორად გააძლიერებს ამ ზოდიაქოს პოტენციალს და სასიცოცხლო ენერგიას. ზოგადად, საქართველოსთვის ლომის და მორიელის პერიოდია ყველაზე ემოციური, ზოგჯერ პოზიტიური, ზოგჯერ ნეგატიური, თუმცა ყოველთვის მნიშვნელოვანი მოვლენებით დატვირთული. არაა გამორიცხული, ისეთი კურიოზის მოწმე გავხდეთ, რომელიც ყველას გაახალისებს, მოვლენები საინტერესო სანახაობად იქცევა, რომლითაც ყველა იმხიარულებს.
* შავი მთვარე კუროს ზოდიაქოს ნიშანში
სწორედ ამ კვირაში გადავა 9 თვით შავი მთვარე ანუ „ლილიტი“ კუროს ზოდიაქოს ნიშანში. „ლილიტი“ მთვარის ჩრდილოვანი ნაწილია, ამიტომ კუროს ნიშნით დაბადებულებშიც ხასიათის სწორედ ბნელი ნაწილი, უარყოფითი თვისებები, გენეტიკურ მეხსიერებაში დაგროვილი შიშები და კომპლექსები გაძლიერდება. უახლოესი 9 თვის მანძილზე კუროებს საკუთარი უარყოფითი თვისებების აღიარება, მიღება და ენერგიულად მუშაობა მოუწევთ მათ გამოსასწორებლად. ცვლილებების მიმართ ნეგატიურად განწყობილი კურო იძულებული გახდება განახორციელოს რადიკალური ცვლილებები. მით უფრო, რომ ამავე ზოდიაქოს ნიშანში იქნება პლანეტა ურანიც, რაც მოულოდნელი მოვლენებით შახსენებს თავს კუროს. ნუ შეგეშინდებათ ცვლილებების, ძველისა და უვარგისისგან განთავისუფლება, რადგან საყვარელ სტაბილურობას და მყუდროებას ნებისმიერ შემთხვევაში დაარღვევს მსხვილი და მცირე რყევები, მათი სასარგებლოდ გამოყენება კი, ისევ თქვენზე იქნება დამოკიდებული.
შავი მთვარის პერიოდი მნიშვნელოვანი ცვლილებების მომტანი იქნება ლომისთვის, მორიელისა და მერწყულისთვისაც. ზოდიაქოს ეს ნიშნები იძულებული გახდებიან გაუფრთხილდნენ საკუთარ იმიჯს, შეზღუდონ ურთიერთობის წრე და დაიცვან პირადი სიცრცე სხვათა უნებართვო შეჭრისგან. ზოგადად, შავი მთვარე ერთგვარ ბიძგს აძლევს ადამიანის სისუსტეებს, ამიტომ რამდენად მართვადი, სიკეთის ან ზარალის მომტანი იქნება მათი გამოაშკარავება, ისევ ადამიანზეა დამოკიდებული.