„იმდენად არაბუნებრივია სხვადასხვა დროს მომხდარი სახანძრო ინციდენტები, რთულია არ დავეთანხმო მოსაზრებას, რომ ამდენი შემთხვევები არ შეიძლება იყოს სპონტანურად გაჩენილი“,- ამის შესახებ სამგორის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, პარტია „ჩვენი საქართველოს სოლიდარობის ალიანსის” გენერალურ მდივანმა, მარიამ ჯაშმა „ფორტუნას“ ეთერში განაცხადა.
დეპუტატმა აღნიშნა, რომ გამოძიების პარალელურად ის დამატებითი ინფორმაციის შეგროვებას იწყებს.
მორიგი მსხვერპლი: ვარკეთილის ბაზრობის ხანძარი და მისი წინამორბედები
„დაველოდოთ გამოძიებას, თუმცა მე ასევე დამატებითი ინფორმაციის შეგროვებას ვიწყებ სამაჟორიტარო უბანში, რამდენად შეიძლება დასტურდებოდეს ეჭვი, რომ ეს შეიძლებოდა ყოფილიყო გარკვეული ბიზნეს გარიგებების ან ბიზნეს ინტერესებისგან გამოწვეული შემთხვევა“,- განაცხადა მარიამ ჯაშმა.
შეგახსენებთ, ვარკეთილში შერეული ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძრას გუშინ 130-მდე მეხანძრე-მაშველი და 25 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა რამდენიმე საათის განმავლობაში აქრობდა. ხანძრის შედეგად 4000 კვადრატულ მეტრამდე სასაწყობე ჯიხური დაიწვა. დაშავებულები არ არიან, თუმცა დაზარალებულთა რაოდენობა ბევრია. რამდენიმე ათეული დაზარალებული მოვაჭრის ზარალს ჯერ კიდევ ითვლიან. ხანძრის მიზეზი ამ დრომდე უცნობია.
ფოტოამბავი: დამწვარი ვარკეთილის ბაზრობა და დაზარალებულები
შსს-ში გამოძიება ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლით არის დაწყებული.