ევროპული პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელი მაიკლ გალერი საქართველოში ჩატარებული არჩევნებს, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებას და მის დაკავებას ეხმიანება. მისი თქმით, „მისთვის ძალიან რთულია იმის განსჯა, მოახდინა თუ არა ზეგავლენა მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებამ არჩევნებზე“.
„შესაძლოა კი, შესაძლოა არა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა მოუწოდეს მხარდამჭერებს, წასულიყვნენ არჩევნებზე და არა ქუჩებში. ვფიქრობ, ეს არის პოზიტიური მითითება“, – აღნიშნა გალერმა.