LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რთულია სამომავლო პროგნოზის გაკეთება, საკმაოდ სერიოზული ტრავმები ჰქონდა მიღებული“ – ექიმი 2 წლის ბავშვზე, რომელიც მე-3 სართულიდან გადმოვარდა

234
fot

2 წლის ბავშვი, რომელიც გორში მე-3 სართულიდან გადმოვარდა გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან თბილისში გადაიყვანეს.

ამის შესახებ გორის სამხედრო ჰოსპიტლის გადაუდებელი განყოფილების ხელმძღვანელმა იგორ გრეგორიანმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ბავშვი ჰოსპიტალში დილით მშობლებმა შემოიყვანეს, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმე იყო.

„დილის საათებში მშობლის მიერ შემოყვანილ იქნა 2 წლის ბავშვი სიმაღლიდან ვარდნით.

ზედაპირულად ბავშვს აღენიშნებოდა ტრავმები, თავის დახურული ტრავმა.

გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება, ჩატარდა მაღალტექნოლოგიური კვლევები, მოხდა სასიცოცხლო მაჩვენებლების სტაბილიზაცია.

გამოძახებულ იქნა ემერჯენს სერვისი, სახელმწიფო კატასტროფის პედიატრიული ბრიგადა, რომელმაც უზრუნველყო ბავშვის გადაყვანა მრავალპროფილურ ბავშვთა კლინიკაში შემდგომი მკურნალობისა და მონიტორინგის ზედამხედველობის მიზნით.

შემოსვლის წუთიდან იმყოფებოდა სტაბილურად მძიმე მდგომარეობაში. ექვემდებარებოდა მკურნალობას. შესაბამისად, მართვადი იყო ამ ეტაპისთვის. რთულია სამომავლო პროგნოზის გაკეთება. საკმაოდ სერიოზული ტრავმები ჰქონდა მიღებული,“ – აღნიშნა ექიმმა.

„მდგომარეობა მძიმეა“ – გორში, 2 წლის ბავშვი კორპუსის მესამე სართულიდან გადმოვარდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები